in

მიქაუტაძეს ლაციოც გამოუჩნდა

საფრანგეთის ლკიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე თავის ამჟამინდელ გუნდში, „მეცში“ რომ არ დარჩება, ამის შეახებ არც თუ დიდი ხნის წინ თავად კლუბმაც განაცხადა. სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების ფორვარდი, აი ეს არის საინტერესო. გიორგის კარგი გუნდები ეპატიჟებიან, მაგრამ მთავარია სათამაშო პრაქტიკა და სწორი გუნდის შერჩევა. ერთ დროს ყველაზე აქტიურად პრემიერლიგაში დაბრუნებულ „ბარნლიზე“ იწერებოდა, მერე იტალიური კლუბები გამოჩნდნენ, მათ შორის თვით „მილანი“ და „იუვენტუსი“, ახლა კი კიდევ ერთი გამორჩეული გუნდი დაემატა – რომის „ლაციო“.

ცნობილი ინსაიდერი ჯანლუკა დი მარციო ამბობს, რომ ქართველს „ლაციო“ აკვირდება.
თუმცა ეს ინფორმაცია მარტო ამით არ შემოფარგლულა. ფრანგულ და იტალიურ გამოცემებშიც უკვე აქტიურად წერენ. “სქაი იტალია”, “ფრენჩფუტბოლი”, ფრანგული “ევროდეი” და სხვები.

რომაელებს ვეტერანი ჩირო იმობილეს შემცვლელი სჭირდებათ. იტალიური კლუბი უკვე ეკონტაქტა “მეცის” ხელმძღვანელობას.

მოგეხსენებათ, „ფროსინონეში“ ჩაირიცხა გიორგი კვერნაძე, პლუს კვარაცხელია, რომელიც რჩება „ნაპოლიში“ და თუ მათ მიქაუტაძეც დაემატა, სერია ა-ში საკმაო წარმომადგენლობა გვეყოლება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კმაყოფილი ვიქნები, თუ გავალთ: დინამოს კომენტარები

კვერნაძე საკუთარ თავს გვაცნობს: ჩემი ოცნება იტალია იყო