in

კვერნაძე საკუთარ თავს გვაცნობს: ჩემი ოცნება იტალია იყო

„ფროსინონეს“ გვერდზე გუნდის ახალწვეულის მცირე ინტერვიუა გამოქვეყნებული, იტალიურ კლუბს უწერია: გიორგი კვერნაძე საკუთარ თავს გვაცნობს.

გიორგი მოგესალმებით ფროსინონეში, რას ელით მომავალი სეზონისგან?
მიხარია, რომ „ფროსინონეში“ გადმოვედი. დარწმუნებული ვარ, როგორც გუნდისთვის, ისე პირადად ჩემთვის კარგი სეზონი იქნება.

შეგიძლიათ აგვიხსნათ თქვენი ტექნიკური მახასიათებლები? არის ფეხბურთელი, არის ფეხბურთელი, რომელიც განსაკუთრებულად შთაგაგონებთ?
საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მირჩევნია ყველაფერი მოედანზე დავამტკიცო. ფეხბურთელი, რომელიც შთამაგონებს, ჩემი კერპი არის – კვარაცხელია.

გასულ სეზონში კვარაცხელიას თამაშებს თუ მიადევნეთ თვალი „ნაპოლიში“?
დიახ, ყველა თამაში ვნახე და ვფიქრობ, მისი თამაში საუკეთესო იყო სერია ა-ში. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია.

მოედანზე სად გირჩევნია თამაში?
საყვარელი პოზიცია შეტევის მარცხენა ფლანგია, თუმცა იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის.

რატომ გადაწყვიტე „ფროსინონეში“ გადმოსვლა? რამ დაგარწმუნათ?
იმიტომ, რომ ჩემს მიმართ დიდი ინტერესი ჰქონდათ. მსურდა ეს გამოცდილება. ჩემი ოცნება იტალიაში, სერია ა-ში თამაში იყო. ვეცდები ამ მაისურისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.

გიორგი კვერნაძის „ფროსინონენს“ სერია ა-ს ახალ სეზონში პირველი მატჩი სწორედ კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ უწევს 20 აგვისტოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძეს ლაციოც გამოუჩნდა

კვარაცხელიას შესაძლოა 13 მილიონის 70% მიეღო