in

მიქაუტაძემაც უარი თქვა, ახალგაზრდულში ვერ ვითამაშებო

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებს ისტორიული დროება დაუდგა: გუნდი პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე და თან შინ, საქართველოში. გამომდინარე იქედან, რომ ახალგაზრდულში თამაშის უფლება ეროვნული ნაკრების ბევრ და რაც მთავარია საუკეთესო ფეხბურთელებს უწევთ, მოლოდინი და აჟიოტაჟი ერთი ორად გაიზარდა, მაგრამ ნაკრების ორმა ლიდერმა ერთმანეთის მიყოლებით თქვეს უარი ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე და ორივემ თითქმის ერთნაირი მიზეზი დაასახელა – გადაღლილობა და რთული კალენდარი.

ხვიჩა კვარაცხელიას პოსტს მალევე მოაყოლა განცხადება ინსტაგრამზე გიორგი მიქაუტაძემაც. აი რა დაწერა ფეხბურთელმა:

ხვიჩამ ახალგაზრდულზე უარი თქვა: რას წერს კვარაცხელია

გიორგი მიქაუტაძე:
“ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივარს მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელივანია.
რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ მინდა იცოდეს გულშემტკივარმა, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო მოახლებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება.
წარმატებები საქართველოს, დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ.”

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩამ ახალგაზრდულზე უარი თქვა: რას წერს კვარაცხელია

ახალგაზრდულის შემადგენლობა ცნობილია: ორი მთავარი კაცი არ იქნება