in

მინდა საქართველოს ნაკრებში თამაში: კონსტანტინ მარადიშვილმა არჩევანი გააკეთა, ქართული პასპორტიც აიღო და პასუხის მოლოდინშია

კონსტანტინ მარადიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილის შესახებ ისაუბრა. მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი ზამთარში იჯარის წესით სეზონის ბოლომდე „ნიჟნი ნოვგოროდში“ გადავიდა.

„ურალის“ პრეზიდენტი ივანოვი ამბობდა, რომ გადასვლასთან დაკავშირებით პრობლემა ემატებოდა ქართული პასპორტის გამო. მიიღე ის?

კი, ჯერ კიდევ სექტემბერში. მაგრამ ნაკრებში თამაშის საკითხს ჯერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წყვეტს. ფიფაში განაცხადი შეტანილია. ველოდები. ფედერაციაში ამბობენ, რომ სანამ შესარჩევი თამაშებია, გარკვეული დრო სჭირდება.

რამ იქონია საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა საქრთველოს ნაკრებში გეთამაშა?

ვიზრდები, თანდათან რაღაცეებს გადავაფასებ, ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. მინდა საქართველოს ნაკრებში თამაში!

ქართულ ენასთან როგორ ხარ?

რთულად. ახლა ისეთ გუნდში მოვედი, სადაც დამეხმარებიან. ქუთათელაძე საერთოდ გენიოსია, რომელიც ოთხ ენაზე თავისუფლად საუბრობს: რუსულად, ქართულად, ინგლისურად და ფრანგულად. მე ინგლისურს ვსწავლობ, მაგრამ მიჭირს, თუმცა ცუდად არ ვსაუბრობ.

კრიტიკის არ გეშინია საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილების გამო?

მამის მხრიდან ყველა ნათესავი ქართველი მყავს. რატომ არ შემიძლია საქართველოს ნაკრებში თამაში? ამასთან დაკავშირებით უკვე იმდენი ნეგატივი მოვისმინე, რომ უკვე სულერთია. ზოგჯერ შევდივარ საკუთარ თავზე რამის წასაკითხად, მაგრამ უკვე იუმორით ვეკიდები.

მამამ რა თქვამ, როდესაც უთხარი, რომ საქართველოში ითამაშებ?

გაუხარდა, ბავშვობიდან უნდოდა, რომ საქართველოსთვის მეთამაშა. ახლა ისე აეწყო, რომ შესაძლებელია საქართველოს ნაკრებში ვითამაშო. ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს. ვეცდები დავამტკიცო ვარჯიშებსა და თამაშებში, რომ ამისთვის ყველა აუცილებელი თვისება გამაჩნია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდომ ახალი Ferrari-ის ფონზე Gucci-ის პიჯაკში ფოტო დადო

დღეს ის დღეა… რა ანგარიშით უნდა მოიგოს “შავმა ლომმა”