“მილანმა” მწვრთნელს სტეფანო პიოლის კონტრაქტი გაუგრძელა.
კლუბი საიტით იტყობინება, რომ პიოლისთან 2023 წლამდე მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს.
პიოლი მილანს” 2019 წელს ჩაუდგა სათავეში და გასულ სეზონში მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონი გახდა – 2011 წლის შემდეგ პირველად.
12 ტურის შემდეგ “როსონერი” სერია A-ში 23 ქულით მესამე ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings