in ,

მილანი ახტა და ინტერის გადახტომას ელოდება – XXVIII ტური

იტალიაში დიდი მატჩი იყო: სამხრეთელი “ნაპოლი” ჩრდილოეთის მონსტრს შეხვდა და თამაშამდე ნეაპოლელები დიეგო მარადონას მიმართავდენ, ამ მატჩს შენ გიძღვნითო. გარდა პრინციპული მეტოქეობისა, ცხრილის მიხედვითაც უმნიშველოვანესი შეხვედრა იყო: ორივე ჩემპიონობისთვის იბრძვის და ორივეს რეალური შანსი აქვს. ასეთ დროს წაგება დაუშვებელია, მოგებას კი ოქროს ფასი ედება. მიძღვნა არ გამოვიდა, იღბალმა “მილანს” გაუღიმა და 49-ე წუთზე ჟირუს გოლის შემდეგ, დაცვაში გამაგრებულმა “როსონერიმ” ზედიზედ ორი ფრის შემდეგ მოიგო და ლიდერიც გახდა.

მნიშვნელოვანი თამაშები მოიგეს რომაულმა გუნდებმა. ორივე გუნდს აქვს შანსი ევროთასებზე გავიდეს, თუმცა არც საჩემპიონთალიგო ზონაა მიუწვდომელი, უბრალოდ უფრო მეტად სტაბილური თამაშია საჭირო.
„რომამ“ ზედიზედ მეორედ მოიგო 1:0 და ამ მოგებას ფასი ემატება, რადგან ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი „ატალანტა“ დაამარცხა (აბრაჰამი, 32), ხოლო „ლაციომ“ სტუმრად დიდი ანგარიშით აჯობა იმ „კალიარის“, რომელიც 4 მატჩი არ აგებდა. ორივე მატჩის ბოლოს წითელი ბარათები დარიგდა.

“იუვენტუსს” მარტივი 3 ქულა არ აუღია, მაგრამ მთავარი შედეგია, მით უმეტეს ასეთ დროს. მართალია მე-4-ზე მყოფ ტურინელებს უკნიდან რამდენიმე გუნდის სუნთქვა ესმით, მაგრამ წინაც თუ გაიხედავენ, ნახავენ, რომ ლიდერამდე 7 ქულა აშორებთ და რატომაც არ უნდა იოცნებონ მეტზე.

პიოლი: “ჯერჯერობით ფავორიტი ისევ “ინტერია”. ის მოქმედი ჩემპიონია ერთი თამაშით თადარიგში”.

სპალეტი: “არასაჭირო გოლი გავუშვით, მერე კი ისინი თავს კარგად იცავდნენ”.

“იუვენტუსი” არ აგებს 11 მატჩია: 7 მოგება და 4 ფრე. ჩემპიონატში კი ნოემბრის მერე არ დამარცხებულა.

“იუვენტუსმა” ზედიზედ სამჯერ მოუგო “სპეციას”.

ალეგრი: “იუვეს” ბევრი მოთამაშე აკლია”.

„ინტერმა“ შეწყვიტა 5-მატჩიანი მოუგებელი სერია. ბოლო 4 მატჩში კი (ყველა ტურნირზე) გოლიც არ ჰქონია გატანილი. აი “სალერნიტანას” კი ბოლო 2 შეხვედრაში 10 გოლი გაუტანა.

ინძაგი: „დღეს იყო „ინტერი“, რომელიც ყველამ იცის“.

ლაუტარო მარტინესმა ჰეთ-თრიქი თავის ქალიშვილს მიუძღვნა.

სერია ა – XXVIII ტური

ინტერი – სალერნიტანა 5:0
უდინეზე – სამპდორია 2:1
რომა – ატალანტა 1:0
კალიარი – ლაციო 0:3
ჯენოა – ემპოლი 0:0
ბოლონია – ტორინო 0:0
ფიორენტინა – ვერონა 1:1
ვენეცია – სასუოლო 1:4
იუვენტუსი – სპეცია 1:0
ნაპოლი – მილანი 0:1

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ ისევ გავისვრით: ატლეტიკო ცოცხალია, ბარსას გაუმართლა – XXVII ტური

მამარდაშვილმა ვარჯიში განაახლა: ხეტაფესთან ისევ გიორგის ელიან