ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მძიმეწონოსანმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ჩემპიონობა მეშვიდედ მოიპოვა.
ტალახაძემ ატაცში 210, 217 და 222 კგ დაძლია და ოქროც ტრადიციულად არავის დაუთმო.
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ბაქარ თურმანიძემ 170 და 176 კგ დააფიქსირა და მეოთხე ადგილზე გავიდა.
ლაშა ტალახაძემ აკვრაში ჯერ 246, შემდეგ კი 252 კგ დააფიქსირა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში თურმანიძის შედეგი 210 და 216 კგ იყო, რაც მეხუთე მაჩვენებელია.
ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 474 კგ-ით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თურმანიძემ 392 კგ-ით მე-5 ადგილი დაიკავა.
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 6-გზისა და ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონია.
ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ტალახაძეს ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნის ტიტული გადაეცა.
ერევანში საქართველოს ნაკრების წევრებმა სულ 17 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს, მათგან შვიდი ოქროსია.
GIPHY App Key not set. Please check settings