in ,

მესტალიას გიგანტი: Top მეკარეების დონეზეა – ესპანური მედია

საქართველოს ნაკრების და ესპანური “ვალენსიას” 21 წლის მეკარეს გიორგი მამარდაშვილს ესპანურ მედიაში არაერთ სტატიას უძღვნიან. Superdporte.es გიორგის შესახებ წერს, რომ ის უკვე ლა ლიგის Top მეკარეების დონეზეა.

“გიორგი “მესტალიას” გიგანტია. თამაშების მატებასთან ერთად მამარდაშვილი ზრდას განაგრძობს და ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. გიორგი მამარდაშვილის მიერ სეზონის მიმდინარეობისას მიღწეული დონე ლა ლიგის top მეკარეების დონეს აღწევს. გიორგიმ “ვალენსიას” რამდენიმე ქულა მოუპოვა და ის ამ გუნდის ნამდვილი ვარსკვალავია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 21 წლისაა.

“ღამურებმა” “სან მამესზე” ძალიან უსახური ფეხბურთი ითამაშეს და მარცხს ნამდვილად იმსახურებდნენ. ეს ასეც იქნებოდა, რომ არა მამარდაშვილის სეივები.

მოწინააღმდეგეებისთვის გიორგი გადაულახავი კედელი გახდა, რომლის დაძლევაც თავდამსხმელებისთვის ძალიან რთულია. ეს ინიაკი უილიამსმაც გამოცადა, რომელსაც გიორგიმ 93-ე წუთზე საოცარი ბურთი აუღო”.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სტარტის წინ: 4 ლეგენდა ერთ ფოტოში

ნორვეგიელი ვუნდერკინდი სიტის უახლოვდება