ლეო მესიმ კრიშტიანო რონალდოს რეკორდი გააუმჯობესა.
პსჟ-ს ფორვადმა „მონპელიესთან“ კიდევ ერთი გოლი გაიტანა საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაში.
ეს არის 697-ე გოლი ლეოსთვის ტოპ 5 ჩემპიონატში ყველა ტურნირზე. „ბარსაში“ 672 გოლი აქვს შეგდებული, პსჟ-ში კი – 25. ამ შედეგისთვის ლეოს 835 მატჩი დასჭირდა.
რონალდოს ანგარიშზეა 696 გოლი ტოპ ლიგების კლუბების მაისურით: 145 გოლი „მანჩესტერში“, 450 – „რეალში“ და 101 „იუვენტუსში“. პორტუგალიელმა 919 მატჩი ითამაშა.
კრიშტიანოს კიდევ 5 გოლი აქვს გატანილი „სპორტინგის“ რიგებში , მაგრამ ეს სტატისტიკაში არ აისახება, რადგან პორტუგალიის ლიგა ტოპ 5-ში არ შედის.
თუმცა მესი ალბათ ამ 5 გოლსაც მალე დაფარავს.
რონალდო კი ჯერჯერობით ისევ ასწრებს მესის უშუალოდ ტოპ 5 ჩემპიონატების მატჩებში გატანილი გოლებით – კრიშტიანოს აქვს 494 გოლი, ხოლო ლეოს – 489 გოლი.
არგენიტნელი მუდმივ მეტოქეს წესით ამაშიც მალე აჯობებს.
GIPHY App Key not set. Please check settings