ლეო მესის სადებიუტო მატჩმა „ინტერ მაიამის“ რიგებში რეკორდი დაამყარა ამერიკულ ტელევიზიაში.
TyC Sports ამტკიცებს, რომ ფლორიდის გუნდის თამაშს მექსიკურ „კრუს ასულთან“ (2:1) 12.5 მილიონმა ადამიანმა უცქირა. ეს კი ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე პოპულარული საფეხბურთო მატჩი გამოვიდა.
აღნიშნავენ, რომ ეს მატჩი უფრო მოთხოვნადი გახდა, ვიდრე ნბა-ს 2022 წლის ფინალური სერია. „ბოსტონისა“ და „გოლდენ სტეიტის“ დაპირისპირებას საშუალოდ 12.4 მლნ ადამიანი უყურებდა.
ისე კი ამერიკულ ტელევიზიაში ყველაზე ნახვადი მოვლენა სუპერბოულია. 2023 წლის ფინალს 115 მლნ ადამიანმა მიადევნა თვალ-ყური.
ვიდეო: მესის დებიუტი ამერიკაში – კინოა! გამარჯვების გოლი ჯარიმიდან 90+4 წუთზე გაიტანა
GIPHY App Key not set. Please check settings