in

მერაბ შარიქაძე: შავ ლომს შეუძლია ტურნირის საუკეთესო გუნდი გახდეს

ოქტომბრიდან პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასზე მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ ტურნირზე “შავი ლომის” მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე კრასნოიარსკის “ენისეი”, პენზას “ლოკომოტივი” და “თელავივ ჰითი” იქნებიან.

ქართულ ფრენჩაიზზე და მომავალი ტურნირის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და “შავი ლომის” კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრა.

“ევროპის სუპერთასის გათამაშება “შავი ლომისთვის” კარგი სტარტი იქნება. მოგეხსენებათ, ეს პირველი პროფესიონალური ფრენჩაიზია ჩვენს ისტორიაში. თავიდანვე მაღალი დონის ევროპულ ტურნირზე თამაშს, სჯობს ჯერ აქ ვითამაშოთ, გამოცდილება მივიღოთ. ამ ტურნირზეც საკმაოდ სერიოზული გუნდები არიან, მაგრამ ჩემი აზრით “შავი ლომს” შეუძლია ამ ტურნირის ფავორიტად იქცეს”, – თქვა მერაბ შარიქაძემ.

შეგახსენებთ, “რაგბი ევროპის სუპერთასზე” აღმოსავლეთ კონფერენციაში: “შავი ლომი”, “ენისეი” პენზას “ლოკომოტივი” და “თელავივ ჰითი”, დასავლეთ კონფერენციაში კი: “ბრიუსელს დევილსი”, “დელტა”, “ლუსიტანოს 15” და “იბერიანსი” ითამაშებენ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სილესენის დაბრუნების დროა –მარკა

საქართველო ნოემბერში შესაძლოა უზბეკეთს ეთამაშოს