in ,

საქართველო ნოემბერში შესაძლოა უზბეკეთს ეთამაშოს

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატების ყველანაირი შანსი დაკარგა, აღნიშნული ტურნირის მორიგ მატჩებს ოქტომბერში გამართავს. 9 ნოემბერს ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრები ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გამართავს. 12 ოქტომბერს კი, პრიშტინაში კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდება. მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპს კი, საქართველოს ნაკრები, ისევ ბათუმში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ჩვენი ინფორმაციით, ნოემბერში “ჯვაროსნები” კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ და ვილი სანიოლის გუნდის სპარინგ პარტნიორი უზბეკეთის ნაკრები იქნება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

საქართველოს და უზბეკეთის ნაკრებები აქამდე ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. 2017 წლის 23 იანვარს გამართული ამხანაგური შეხვედრა 2:2 დამთავრდა. ქართველთაგან გოლები თემურ შონიამ და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მერაბ შარიქაძე: შავ ლომს შეუძლია ტურნირის საუკეთესო გუნდი გახდეს

დავით მუჯირი: აქტიური მუშაობა მიმდინარეობს – მომავალი სეზონიდან ეროვნულ ლიგაში VAR იქნება