in

მერაბ შარიქაძე: ფრანგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართული რაგბი საჭირო სიმაღლეზეა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტ სერიის მატჩებისთვის ემზადება. “ბორჯღალოსნები” 14 ნოემბერს ბორდოში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 20 ნოემბერს კი, ესპანეთში ფიჯის დაუპირისპირდეება.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, უკვე საფრანგეთშია და გუშინ ნაკრების მტავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს.

“ძალიან ნაყოფიერი კვირა გვქონდა. ბევრს ისეთ დეტალზე ვიმუშავეთ, რომლებზეც აქამდე არ ვმუშაობდით. სამწუხაროდ, თბილისური შეკრების ბოლო დღეს გელა აფრასიძე გამოგვაკლდა, რაც ჩვენთვის უდიდესი დანაკლისია.

დიდი ხანია საფრანგეთის ნაკრები ასეთი ძლიერი არ ყოფილა, როგორც ბოლო წლებშია. მათ საკუტარი ხელწერა აქვთ, რაც არგენტინასთან მატჩშიც გამოჩნდა. საფრანგეთს ერთნაირად ძლიერი და დაბალანსებული შემადგენლობა ყავთ, როგორც შერკინებაში, ისე ხელით თამაშში. ჩვენთვის დიდი გამოწვევაა ფრანგებს სტატიკურ ფაზებში დავიპურისპირდეთ.

ამ დროისთვის მხოლოდ საფრანგეთთან თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი, მაგრამ რა თქმა უნდა ფიჯის ნაკრებზეც ვფიქრობთ. მათ რამდენჯერმე ვეთამაშეთ და კარგად ვიცით, როგორც ჩვენი, ისე მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.მათ არ უნდა მივცეთ თამაშის მართვის შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში შანსი აუცილებლად გვექნება“-თქვა ლევან მაისაშვილმა.

“არაერთი წელი მაქვს საფრანგეთში გატარებული და ბიჭების უმრავლესობა ახლაც საფრანგეთში თამაშობს. ეს შეხვედრა ყველა ჩვენთაგანისთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს. ფრანგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართული რაგბი საჭირო სიმაღლეზეა და ღირებულია.”-თქვა მერაბ შარიქაძემ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ანტონელამ მესისთან ფოტო გამოაქვეყნა, ჯორჯინამ დაულაიქა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ჩემი სხეული ბერდება, მაგრამ გონება ახალგაზრდავდება -საქართველოსთან სათამაშოდ მზად ვარ