in ,

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ჩემი სხეული ბერდება, მაგრამ გონება ახალგაზრდავდება -საქართველოსთან სათამაშოდ მზად ვარ

შვედეთის ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩებს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს. შვედეთის ნაკრებს 6 მატჩის შემდეგ, 15 ქულა აქვს პირველ ადგილზეა და ესპანელებს 2 ქულით უსწრებს.

ამ მატჩებისთვის შვედეთის ნაკრებს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა შვედური ფეხბურთის ლეგენდა, 40 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც მატჩების წინ კომენტარი გააკეთა.

” აქ იმიტომ ვარ, რომ გუნდის ერთ-ერთი ნაწილი ვარ. თუ მწვრთნელი ჩათვლის საჭიროდ, რომ მე ორივე თამაში უნდა ვითამაშო, ამისთვის მზად ვარ. ჩემი სხეული ბერდება, მაგრამ ჩემი გონება ახალგაზრდავდება და უკეთესად ვარ. ცოტა უიღბლო პერიოდი მქონდა, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ, ნამდვილად მზად ვარ და მიხარია, რომ თამაში შემიძლია. ასეთ მატჩებში თამაში ყველა ფეხბურთელს სურს, სასწორზე ბევრი რამ არის. გუნდმა აქამდე შესანიშნავი საქმე გააკეთა, ახლა კი მხოლოდ ბოლო ნაწილია დარჩენილი და თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ”-თქვა ზლატანმა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მერაბ შარიქაძე: ფრანგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართული რაგბი საჭირო სიმაღლეზეა

საბა ლობჟანიძე თურქეთში ისევ გამოარჩიეს: მორიგი სიმბოლური