in

მერაბ შარიქაძე: გულშემატკივართან ბოდიში – საპატიო წრე არ გვეკუთვნოდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიასთან მოულოდნელი ფრით დაიწყო.

მატჩის დასრულების შემდეგ, “ბორჯღალოსნების” კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

“გულშემატკივარს მინდა მივმართო. თამაში რომ დამთავრდა პირდაპირ გასახდელში შემოვედით. არ მინდა გულშემატკივარს ეგონის, რომ ისინი არ დავაფასეთ და ამიტომ არ დავარტყით საპატიო წრე, უბრალოდ მოგვერიდა მათი გულების გახარება რომ ვერ შევძელით და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საპატიო წრის დარტყმა არ გვეკუთვნოდა… და შემოვედით პირდაპირ გასახდელში. რომელიმე გულშემატკივარს ეს თუ ეწყინა, ძალიან ვთხოვ სწორად გაიგოს. ჩვენ ამით უფრო დავაფასეთ ისინი, ჩავთვალეთ, რომ საპატიო წრე არ გვეკუთვნოდა“, – თქვა მერაბ შარიქაძემ.

პორტუგალიასთან ფრეს დავჯერდით

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნინო წიკლაური პირველი დაშვების შემდეგ 41-ეა

ბაიერნს უმართლებს, ნოიერი კი კანს დაეწია: ლევერკუზენს გოლები გააქვს – XXI ტური