პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” რაგბი ევროპის სუპერთასზე პირველი შეხვედრის ჩასატარებლად ემზადება. ქართველი მორაგბეები ავჭალის სარაგბო სტადიონზე ებრაულ “თელავივ ჰითის” შეერკინებიან.
გუნდმა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე მატჩისწინა ღია ვარჯიში გამართა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს “შავი ლომის” და “ბორჯღალოსნების” კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ უპასუხა.
“მოსამზადებელი პროცესი ნორმალურად გავიარეთ. ცუდია, რომ ტესტმატჩის გამართვა ვერ მოვასწარით, რადგან ერთია ვარჯიში და მეორე, როდესაც იმ დეტალებს, რომლებზეც ვარჯიშის პროცესის დროს მუშაობ, თამაშის მსვლელობისას დაინახავ. “თელავივ ჰითის” შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ესეც ჩვენსავით ახალი გუნდია. ყავს ფიჯელი ოლიმპიური ჩემპიონი, რამდენიმე სამხრეთ აფრიკელი, ასე რომ მარტივი თამაში არ იქნება. რადგან პირველი მატჩია,შესაძლოა რაღღაც მომენტში თამაში აგვერიოს, მაგრამ იმედია ეს მატჩის შედეგზე გავლენას არ იქონიებს. ყველა ვთანხმდებით, რომ ფრანჩიზა ქართული რაგბისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გუდში არის განცდა, რომ რაღაც განსაკთრებულს, ახალ ეტაპს ვიწყებთ. ახალ მწვრთნელს, რაც შეეხება საკმად კვალიფიციური მწვრთნელია, ძალიან კომუნიკაბერლური ადამიანია და იმედი მაქვს, მასთან ერთად მუშაობა ნაყოფიერი იქნება. “-თქვა მერაბ შარიქაძემ
შეგახსენებთ, “შავი ლომი” რაგბი ევროპის ახალ ტურნირზე ასპარეზობს, სადაც რვა გუნდი გეოგრაფიული პრინციპით ორ ჯგუფშია გადანაწილებული. “შავი ლომი” B ჯგუფშია, რომელშიც მისი მეტოქეები: კრასნოიარსკის “ენისეი”, პენზას “ლოკომოტივი” და “თელავივ ჰითი” იქნებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings