არის! ქართული ჩოგბურთისა და ზოგადად ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბრუნდა და თან მაგრად დაბრუნდა.
როდესაც შენი შვილი მთელ ქვეყანას ახარებს, მშობლისთვის ეს უდიდესი ბედნიერებაა: ნოდარ ბასილაშვილი
ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ ATP-ის 250-იანი მასტერსის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი და ამჟამინდელი რეიტინგის 42-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, რეიტინგის მე-13 ნომერს რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდა და თანაბარ ბრძოლაში 7:6, 6:2 დაამარცხა.
პირველი სეტი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და დიდხანს, 50 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. მეტოქეები საკუთარი მოწოდებების მოგებებს ახერხებდნენ და საქმე ტაი-ბრეიქამდე მივიდა. ტაი-ბრეიქზე ნიკა უკეთესი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ფორჰენდი კორტის დერეფნის გავლით, რასაც ბაუტისტამ ვერაფერი მოუხერხა და სეტიც წააგო.
მეორე სეტში გადამწყვეტი მე-6 გეიმი გამოდგა, რომელშიც ნიკას ორმაგი ბრეიქ-პოინტი ჰქონდა. ნიკამ უკანა ხაზზე ბრწყინვალედ ითამაშა. შეტევითი დარტყმებით კორტიდან გაიყვანა ესპანელი, მოძრაობაზე დაიჭირა და დერეფნის გავლით ფორჰენდი გაუტარა. მე-8 სეტში კი, ნიკამ მორიგი ბრეიქი შესთავაზა მეტოქეს და საჩემპიონო თასს, რომელსაც უმიზნებდნენ ფედერერი, რუბლევი, ტიმი, ბაუტისტა-აგუტი, ქართველი აღმართავს.
“დღეს ნიკას დღე იყო. მან ჩემპიონობა ჩემზე მეტად დაიმსახურა. აგრესიული ჩოგბურთი ითამაშა და მოგება დაიმსახურა”, – რობერტო ბაუტისტა-აგუტი.
“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ეს ჩემი რთული პერიოდის დასასრული იქნება. მადლობა რობერტოს კარგი თამაშისთვის”, – ეს უკვე ჩვენი ჩემპიონის სიტყვებია.
შეგახსენებთ, ბასილაშვილმა ფინალამდე მალეკ ჯაზირი, ჯონ მილმანი, როჯერ ფედერერი და ტეილორ ფრიცი დაამარცხა.
ნიკას დღევანდელ წარმატებამდე, ზედიზედ ორჯერ აქვს მოგებული ჰამბურგის 500-იანი გრან-პრი (2017 და 2018 წლებში) და ასევე 2018 წელს გაიმარჯვა პეკინის 500-იან მასტერსზე, სადაც ფინალში დელ პოტროს მოუგო.
ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე: ბასილაშვილი დოჰას მასტერსის ფინალშია
დაუჯერებელია: ისტორია, რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ – ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა
GIPHY App Key not set. Please check settings