in

მეოთხედფინალი დინამოზე გადმოიტანეს: ვისაც უკვე ნაყიდი ჰქონდა ბილეთები?..

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2023-ზე მაგარი შედეგი აჩვენა, რამაც უამრავი გულშემატკივარი მიიყვანა სტადიონზე. ასეთი მოლოდინი ალბათ არ ყოფილა და ამიტომაც თავიდაპირველად თბილისური ¼ ფინალი „მიხელ მესხზე“ დაიგეგმა, სადაც დიდი შანსი იყო საქართველოს არც ეთამაშა.

მას შემდეგ, რაც შანსი გაჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს შესაძლო იყო ჯგუფი პირველ ადგილზე დაესრულებინა, თბილისში გასამართი ¼ ფინალის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა შეჩერდა (ნიდერლანდებთან მატჩამდე), რადგან უკვე მაშინ გაჩნდა ხმები, რომ შესაძლო იყო მეოთხედფინალი უფრო ტევად „დინამო არენაზე“ გადმოეტანათ. ასეც მოხდა. ფედერაციამ ნიდერლანდებთან თამაშის დასრულებისთანავე თქვა, რომ საქართველო პლეი-ოფის მატჩს „ბორის პაიჭაძეზე“ ითამაშებს.

და რა ბედი ეწევათ იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც უკვე ნაყიდი ჰქონდათ „მიხეილ მესხზე“ ამ მატჩზე დასასწრები ბილეთები? ფედერაციამ ესეც განმარტა.

სფფ-ს განცხადება:

„საზოგადოების მაღალი ინტერესისა და ბილეთებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, 2023 წლის უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და C ჯგუფის მეორეადგილოსანს შორის, რომელიც შაბათს, 1 ივლისს, თბილისში, მესხის სტადიონზე იყო დაგეგმილი, თბილისში, პაიჭაძის სტადიონზე შედგება. შეხვედრა 1 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.

თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა under21tickets.ge-ზე ოთხშაბათს, 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე განახლდება. პირები, რომლებსაც მესხის სტადიონზე დაგეგმილი მეოთხედფინალური მატჩის ბილეთი წინასწარ ჰქონდათ შეძენილი, თამაშამდე ერთი დღით ადრე – 30 ივნისს, იგივე კატეგორიის განახლებულ ბილეთს SMS-ით და TKT.GE-ის პირად ანგარიშზე მიიღებენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ support@tkt.ge-ს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალი რეკორდი: საქართველო ევროპას აგიჟებს

იტალიაში 88 ნომერი აიკრძალა: ფაშიზმს გულშემატკივრებშიც ებრძვიან