in

მბაპე – 6 წელი რეალში და სუფთა 32 მილიონი წელიწადში

კილიან მბაპემ შესაძლოა 100 მლნ ევრო აიღოს „რეალთან“ კონტრაქტის გაფორმებისთვის.

El Debate-ის ინფორმაციით, ფორვარდი სავარაუდოდ 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს მადრიდელებთან.

ხელფასი – 32 მილიონი წელიწადში გადასახადების გადახდის შემდეგ, ხელმოწერის ბონუსი – დაახლოებით 100 მლნ ევრო. გარდა ამისა, კილიანს თავისი საიმიჯო უფლებების დაახლოებით 60% ექნება (ჩვეულებისამებრ მას თანაბრად იყოფენ კლუბი და ფეხბურთელები).

ამ უფლებების გამოყენებამ მბაპეს და „რეალს“ შესაძლოა პირველ სეზონში 165 მლნ ევრო მოუტანოს. შემდეგ კი თანხა მხოლოდ გაიზრდება, მით უმეტეს ტროფეების მოპოვების შემთხვევაში.

ფეხბურთელის მიზანს სწორედ ჯილდოები წარმოადგენს და არა ფინასნური სარგებელი.

და კიდევ:

მბაპე მიიჩნევს, რომ „ოქროს ბურთს“ და The Best-ის პრიზს პსჟ-ში თამაშის გამო ვერ იღებს. მან აღიარა, რომ ორი წლის წინ „რეალში“ გადასვლა ღირდა.

„რეალი“ და მბაპე ტრანსფერის შესახებ სეზონის ბოლომდე არ იტყვიან, რათა კრიტიკა აიცილონ თავიდან და პსჟ-ს მიმართ პატოვისცემაც გამოხატონ.

მბაპეს პარიზის ოლიმპიადაზე სურს თამაში. „რეალი“ უკმაყოფილოა, მაგრამ არ აუკრძალავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისევ ისე: საკუთარი თამაში ხვიჩასაც მოეწონა და პოსტი დადო

პირველი მოვიგეთ: როდესაც ქვეყანას წარმოადგენ, მთავარი გამარჯვებაა – ვიდეო