in

მბაპეს ხელფასი და კიდევ სხვების: მთელი ფული პარიზშია

პსჟ ყოველთვიურად 6 მილიონ ევროს ურიცხავს კილიან მბაპეს ხელფასის სახით.

ფორვარდი საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიას ჩაუდგა სათავეში. რეიტინგი „ეკიპმა“ შეადგინა.

გადასახადების გამოქვითამდე ტოპ 10 ფეხბურთელი მთლიანად მხოლოდ პარიზული კლუბისგან შედგება.

კილიან მბაპე – 6 მლნ ევრო თვეში;
ნეიმარი – 3,675 მლნ;
ლეო მესი – 3,375 მლნ;
მარკინიოსი და მარკო ვერატი –1,2 მლნ;
აშრაფ ჰაკიმი – 1,083 მლნ;
ჯანლუიჯი დონარუმა – 916 ათასი;
სერხიო რამოსი – 791 ათასი;
ხუან ბერნატი – 730 ათასი;
ნორდი მუკიელე – 700 ათასი.

მე-11 ადგილზეა ვისამ ბენ-იედერი („მონაკო“, 650 ათსი), მე-13-ეა ჟორდან ვერეტუ („მარსელი“, 550 ათასი). დანარჩენი ფეხბურთელები ტოპ 15-ში ასევე პსჟ-ელები არიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე კარგი ცენტრალური მცველები

სიმეონე ყველაზე ფულიანი მწვრთნელია: ვის რამდენს უხდიან