პსჟ მზად იყო მბაპესთვის მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე დიდი ხელფასი შეეთავაზებინა.
Sky Sports წერს, რომ კლუბი ორჯერ უზრდიდა ანაზღაურებას, რის მიხედვითაც ფეხბურთელი დაახლოებით 4 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 4.7 მლნ ევრო) მიიღებდა ყოველ თვე.
გარდა ამისა, პარიზელები მბაპეს ხელმოწერის ბონუსს აძლევდნენ – დაახლოებით 100 მლნ ფუნტს (118 მლნ ევროზე მეტი). ხელშეკრულებაში შევიდოდა გატანილი გოლების, „ოქროს ბურთის“ აღების და ჩემპიონთა ლიგის მოგების ბონუსებიც. მბაპე ასევე მიიღებდა საიმიჯო უფლებების სრულ კონტროლს.
პსჟ-მ იცის, რომ კილიანი „რეალში“ ბევრად ნაკლებს მიიღებს, თუმცა ფინანსურმა ასპექტა გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედა.
პსჟ-მ შეწყვიტა 23 წლის თავდამსხმელისთვის ბრძოლა.
მბაპეს კონტრაქტი ძალაში ივნისის ბოლომდეა.
ფრანგი ვარსკვლავის „რეალში“ გადასვლაზე სავარუდოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ იტყვიან.
GIPHY App Key not set. Please check settings