in

მბაპეს ამბები: ტრანსფერზე დაყენება, გუნდიდან გარიყვა, ღალატი… საუდეთი

პსჟ-მ კილიან მბაპე ტრანსფერზე დააყენა და მზადაა წინადადებები განიხილოს.

„ეკიპი“ წერს, რომ 24 წლის ფეხბურთელი გუნდს ჩამოშორდება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თუ არ დათანხმდება ამ ზაფხულს წასვლაზე ან არ გააგრძელებს კონტრაქტს.

პსჟ-ში უკმაყოფილო არიან, რომ მბაპემ პირობა დაარღვია.
კლუბის ხემძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელი უკვე შეუთანხმდა „რეალს“ 2024 წელს თავისუფალ აგენტად მისვლაზე, თუმცა მანამდე პირობას დებდა, რომ კომპენსაციის გარეშე არა წავიდოდა. ფეხბურთელს მოღალატედ მიიჩნევენ.

ამტკიცებენ, რომ პსჟ უკვე მზადაა პოტენციურ მყიდველებთან მბაპეს გაყიდვა განიხილოს. ბევრი დაინტერესებული კლუბი ვითარებას აკვირდებოდა და ახლა მოქმედებაც შეუძლიათ.

პსჟ-ს მბაპე იაპონურ ტურნეზე აღარ მიჰყავს და ის განაცხადიდან ამოაგდო.
ეს უკავშირდება იმას, რომ შესაძლოა ფეხბურთელი მალე „რეალში“ წავიდეს.

ადრე პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ განაცხადა, რომ მბაპეს გუნდში დარჩენა იმ პირობით შეეძლო, თუ ახალ კონტრაქტს დათანხმდებოდა. სხვა შემთხვევაში კი მას გაყიდიდნენ.

არ წახვიდე, არ დაგვტოვო: პსჟ-მ მბაპეს… მილიარდი ევრო შესთავაზა

თავად მბაპე იაპონიაში წასაყვან მოთამაშეებში საკუთარი თავის ვერაღმოჩენამ გააკვირვა.
„ჰავრთან“ 2:0 მოგებული თამაშის შემდეგ (ერთი გოლი მბაპემ გაიტანა), მას აცნობეს, რომ იაპონიაში არ წავიდოდა. სხვათა შორის, პსჟ-ს ოფიციალურ საიტზე „ჰავრთან“ თამაშის უამრავი ფოტო უდევს და მბაპე არცერთში არც კი ჩანს.

ამასობაში მბაპე საუდის არაბეთის „ალ ჰილალს“ უნდა. საუდელები იმაზეც თანახმა არიან, რომ ფეხბურთელი ერთ წელიწადში „რეალში“ გადავა. თუმცა ამ ეტაპზე არაბეთში მბაპეს წასვლა დაუჯერებელია.

მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს. პორტალი Transfermarkt.com მას 180 მლნ ევროდ აფასებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესიმ კარიერაში 700 გოლი გაიტანა, ოღონდ პენალტები არ ითვლება: მნიშვნელოვანია წარმატებული სტარტი – თბილი ჩახუტება ლებრონთან (ვიდეო)

ჩვენები იგებენ და გოლები გააქვთ: რას შვრებიან ლეგიონერები