„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ იმაზე ისაუბრა, თუ რას ფიქრობს ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე „მალიორკასთან“ საკონტროლო მატჩში (1:1).
„როგორც სხვებმა, კვარაცხელიამაც თავი მშვენივრად წარმოაჩინა. იყო მომენტები, როდესაც არ გაუმართლა, მაგრამ მას შეუძლია მეტოქე დაამარცხოს მოედანზე. მან კარგი კუთხით აჩვენა თავი – ეს ნაღდია“, – უთხრა სპალეტიმ TuttoMercatoWeb-ს.
ფოტო: ხვიჩა ისევ გამორჩეული იყო – ჩვენიანი ძირითადში დაბრუნდა
ხვიჩამ უკვე ჩაატარა რამდენიმე საკონტროლო მატჩი და ყველა შეხვედრაში გამოიჩინა თავი.
ამ ზაფხულს მისულ 21 წლის ქართველს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2026/27 წლების სეზონამდე აქვს.
GIPHY App Key not set. Please check settings