in ,

ფოტო: ხვიჩა ისევ გამორჩეული იყო – ჩვენიანი ძირითადში დაბრუნდა

კასტელ დი სანგროში მყოფმა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ მორიგი საკონტროლო შეხვედრა ესპანურ „მალიორკასთან“ გამართა და ფრეს დასჯერდა – 1:1. ხვიჩა ისევ ძირითადში იყო და ჩვეული აქტიურობით გამოირჩეოდა.

უკვე მე-5 წუთზე კვარაცხელიას მეტოქე მცველი ეუხეშა და ჩვენიანის რეიდი მხოლოდ ასე შეაჩერა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი აღმოჩნდა და ხვიჩა მოედანზე დაბრუნდა.

მე-9 წუთზე ანგარიში ვიკტორ ოსიმენმა პენალტით გახსნა. ორ წუთში ხვიჩა შორეული გადაცემით ოსიმენს მეკარესთან პირისპირ ტოვებდა, მაგრამ მან ბურთი ვერ დაიმორჩილა.

მე-15 წუთზე ხვიჩამ კიდევ ერთი მომენტი შექმნა. საჯარიმოში მცველებს გაუსწორდა და დაარტყა, მაგრამ ააცილა.

37-ე წუთზე კვარაცხელიამ 40 მეტრიდან სცადა კარიდან გამოსული მეკარისთვის ბურთის გადაგდება, მაგრამ მიზანს სულ ოდნავ აცდა.

მეორე ტაიმში მცველები უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდნენ ხვიჩას და მოახერხეს მისი გადაკეტვა, 75-ე წუთზე კი შეცვალეს.

„ნაპოლი“ მომდევნ ორ მატჩს ისევ ესპანურ კლუბებთან გამრთავს – „ჟირონასთან“ და „ესპანიოლთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩასთან მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარე მიდის

დავითაშვილი და აზაროვი მართლა მიდიან: ბათუმი ამ ფულით ლეგიონერებს ჩამოიყვანს