Marca-მა 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა.
საუკეთესოდ მიიჩნიეს „სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი, რომელმაც მესისაც აჯობა.
ათეულში აღმოჩნდა ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც გასულ სეზონში სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, თუმცა მას თანაკლუბელმა გაუსწრო.
ტოპ-10 ფეხბურთელი Marca-ის ვერსიით:
- ერლინგ ჰოლანდი („სიტი“)
- ლიონელ მესი (პსჟ)
- ვინისიუსი („რეალი“)
- კილიან მბაპე (პსჟ)
- კევინ დე ბრუინი („სიტი“)
- როდრი („სიტი“)
- ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“)
- ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“)
- ილქაი გიუნდოგანი („სიტი“)
- ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“)
რეიტინგი დგება ჟურნალისტების, ყოფილი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების, ასევე Marca-ის საიტის მომხმარებლების აზრის საფუძველზე.
წინა სეზონის გამარჯვებული ქარიმ ბენზემა იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings