in

მარიამ ბოლქვაძე 1/4 ფინალშია: ქართველმა ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე კონკორდის (მასაჩუსეტსი, აშშ) საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 115 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გავიდა და თანაც გზად განთესილ მეტოქეს მოუგო.

მარიამი Thoreau Tennis Open-ზე მე-7 რეიტინგის მქონე ბელგიელ გრეეტ მინენს გაეჯიბრა და ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს 6:4, 6:4 სძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა 1 ეისი მოაწოდა და 7 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. თამაში საათსა და 54 წუთს გაგრძელდა და მარიამმა 7-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი, მოწოდება 4-ჯერ წააგო, არადა, მეტოქეს ერთბაშად 18 ბრეიკპოინტი გააჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ ამერიკული ტურნირზე კვალიფიკაციის ჩათვლით, უკვე 4 მატჩი მოიგო, იმის გათვალისწინებით კი, რომ ივლისის შუაში ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გამართულ 60-ათასიან ტურნირზე იმარჯვა, ზურგს ზედიზედ 9 წარმატებული მატჩი უმაგრებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თეთრები იწყებენ და იგებენ აღარ იქნება – შტატებში და ინგლისში სურთ, რომ ჭადრაკი უფრო სამართლიანი გახადონ

Dream Team ფინალშია: აშშ მორიგ ოქროს უახლოვდება