in

მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა მოიგო

სულ მალე საჩოგბურთო სამყაროში ამერიკის ღია პირველობა აიღებს სტარტს. საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქალთა თანრიგში მარიამ ბოლქვაძე იღებდა მონაწილეობას, რომელიც რეიტინგის 207-ე ნომერს დარია სნიგურს ხვდებოდა. ქართველმა ჩოგბურთელმა დრამატულ ბრძოლაში, სამ სეტში, 7:5 4:6 6:4 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.


პირველ სეტი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. მოვლენები ხშირად იცვლებოდა. მოთამაშეებმა ჯამში ერთბაშად 7 ბრეიკი შეასრულეს. საბოლოო ბრეიკი კი მარიამმა შეასრულა, რა დროსაც ანგარიში მის სასარგებლოდ 6:5 იყო.
მეორე სეტში გულშემატკივრებმა 3 ბრეიკი იხილეს. პირველად ეს უკრაინელმა ჩოგბურთელმა მოახერხა, თუმცა ბოლქვაძემ უკუბრეიკი შეასრულა. სნიგურის ჩაწოდების მოგების შემდეგ მარიამმა კვლავ დათმო საკუთარი და დარია წინ გავიდა. საბოლოოდ სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მესამე სეტი პირველის იდენტური იყო. 7 ბრეიკი და დრამატული ბრძოლა. მოთამაშეები ერთმანეთის მიყოლებით აგებდნენ საკუთარ ჩაწოდებას, თუმცა ყველაზე დრამატული მომენტი მე-7 გეიმში იყო. უკრაინელმა მარიამი დააბრეიკა 4:3 წინ გავიდა და წარმატების მიღწევის შესანიშნავი შანსი ჰქონდა, თუმცა „ჩვენებური“ ასე არ ფიქრობდა.

მარიამმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა და ზედიზედ 3 გეიმი მოიგო. აქედან 2 დარიასი და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც რეიტინგის 150-ე ნომერს, 18 წლის ემა რადუჩანუს შეხვდება. ხსენებული დაპირისპირება 26 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 19:00-დან დაიწყება.

ცნობისთვის, მარიამ ბოლქვაძის და დარია სნიგურის შეხვედრა 2 საათი და 45 წუთი გრძელდებოდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტირასპოლის შერიფის ისტორიული მიღწევა: მოლდოველები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფები დაკომპლექტდება