in ,

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფები დაკომპლექტდება

26 აგვისტოს სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ცერემონიალი თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება. უკვე, ამ ეტაპის ყველა, 32-ე მონაწილე გახდა ცნობილი. სულ ბოლოს სამი დარჩენილი საგზურის მფლობელი გაირკვა.
32 კლუბი 4 კალათშია გადანაწილებული. ტრადიციულად, პირველ კალათში არიან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ჩელსი და 6 მოწინავე ლიგის (დიდ ხუთეულს პორტუგალიის პრიმეირა ემატება) ჩემპიონი კლუბი. ასევე, პირველ კალათშია ევროპალიგის გამარჯვებული. ამიტომაც პირველ კალათში 2-2 ინგლისური და ესპანური კლუბი მოხვდა.
ძალზე ძლიერია მეორე კალათის შემადგენლობა. ბევრის აზრით, ის უფრო ძლიერია, ვიდრე პირველი კალათა – ამ კალათაში ყველა გრანდია სევილიას გარდა, რომელიც ასევე ძალზე ძლიერი გუნდია. აღსანიშნავია, რომ ლისაბონს, მადრიდს, მანჩესტერსა და მილანს 2-2 კლუბი ჰყავს ჯგუფურ ეტაპზე. ბუნებრივია, ერთ ჯგუფში ერთი ასოციაციის წარმომადგენლები ვერ იასპარეზებენ. 
სამწუხაროდ, ეს ჯგუფური ეტაპი ქართველი ლეგიონერის გარეშე ჩაივლის – მართალია, დინამო კიევში გიორგი წიტაიშვილი ირიცხება, მაგრამ ის სეზონის ბოლომდე იჯარით ჩერნომორეცში ითამაშებს. თეორიულად შესაძლებელია ლიგაზე გიორგი აბუაშვილმა ითამაშოს, რომელიც პორტუს სარეზერვო კლუბში ირიცხება და კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება ნებისმიერ დროს შეუძლია. იმასაც შეგახსენებთ, რომ შერიფის გენერალური დირექტორი მოლდოვური კლუბის ლეგენდა ვაჟა თარხნიშვილია.  

პირველი კალათა

ჩელსი (ინგლისი)
ვილიარეალი (ესპანეთი)
ატლეტიკო (ესპანეთი)
სიტი (ინგლისი)
ბაიერნი (გერმანია)
ინტერი (იტალია)
ლილი (საფრანგეთი)
სპორტინგი (პორტუგალია)

მეორე კალათა


რეალი (ესპანეთი)
ბარსელონა (ესპანეთი)
იუვენტუსი (იტალია)
იუნაიტედი (ინგლისი)
პსჟ (საფრანგეთი)
ლივერპული (ინგლისი)
სევილია (ესპანეთი)
დორტმუნდი (გერმანია)

მესამე კალათა

პორტუ (პორტუგალია)
აიაქსი (ნიდერლანდები)
შახტარი (უკრაინა)
ლაიპციგი (გერმანია)
ზალცბურგი (ავსტრია)
ბენფიკა (პორტუგალია)
ატალანტა (იტალია)
ზენიტი (რუსეთი)

მეოთხე კალათა

ბეშიქთაში (თურქეთი)
დინამო კიევი (უკრაინა)
ბრიუგე (ბელგია)
იანგ ბოისი (შვეიცარია)
მილანი (იტალია)
მალმიო (შვედეთი)
ვოლფსბურგი (გერმანია)
შერიფი (მოლდოვა)

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მარიამ ბოლქვაძემ ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა მოიგო

ვაკო კორეაში ტურის საუკეთესოდ აღიარეს