in

მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს აპირებს: მოქალაქეობის მიღება ბოლო სტადიაზეა

კონსტანტინ მარადიშვილი აპირებს სპორტული მოქალაქეობა შეიცვალოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს.

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი საქართველოს მოქალაქეობის მიღების დამამთავრებელ სტადიაზეა. უახლოეს ხანში მას შეეძლება საქართველოს ნაკრების წევრი გახდეს.

მარადიშვილს ჯერ არ უთამაშია რუსეთის ძირითად ნაკრებში, ამიტომაც აქვს სპორტული მოქალაქეობის შეცვლის უფლება.

ის ცსკა-ს აღზრდილია. უთამაშია რუსეთის U20 (5 მატჩი) და U21 (6 მატჩი).

ამ სეზონში 23 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე 2 გოლია 20 მატჩში რუსეთისა ჩემპიონატსა და თასზე.

შეგახსენებთ, არც თუ დიდი ხნის წინ საქართველოს ნაკრების წევრი გახდა მოსკოვის “დინამოს” მცველი საბა საზონოვი. მანამდე კი ფრანგი გიორგი მიქაუტაძე “გაქართველდა”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისევ ჯანი: ინფანტინო მესამედ აირჩიეს – რა იდეები აქვს ახალ-ძველ პრეზიდენტს

ვიდეო: შენგელია მარკოიშვილს შეხვდა – ვინ მოიგო