სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოში“ საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ჩვენიანმა გადამწყვეტი როლი ითამაშა „დენვერ ნაგეტსის“ დამარცხებაში – 128:120.
საფინალო სირენამდე 2 წუთი რჩებოდა, როდესაც სანდრომ სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა.
სანდროს სტატისტიკაც შთამბეჭდავია: 12 წუთი, 11 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი.
2-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.
„სპურსი“ 17 მოგებითა და 49 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 13 მარტს „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings