ცნობილი გახდა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალების წყვილები.
ტურნირი საუდის არაბეთში 2023 წლის იანვარში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ „რეალი“, „ბარსელონა“, „ბეტისი“ და „ვალენსია“.
ბუნებრივია ეს მინიგათამაშება ჩვენთვის საინტერესო გიორგი მამარდაშვილის გამოა.
11 იანვარს ესპანეთის ჩემპიონი „რეალი“ სწორედ ჩვენიანის „ვალენსიას“ (თასის ფინალისტი) შეხვდება.
12 იანვარს ესპანეთის თასის მფლობელი „ბეტისი“ ლა ლიგაში მე-2 ადგილზე გასულ „ბარსელონას“ დაეჭიდება.
ფინალი 15 იანვარსაა.
გაგახსენებთ, ესპანეთის თასის ფინალში “ვალენსია” პენალტების სერიაში დამარცხდა “ბეტისთან”.
GIPHY App Key not set. Please check settings