in

მამარდა ახლაც შეუცვლელია: რას აპირებს ბარახა ვალენსიაში

გიორგი მამარდაშვილს ხანმოკლე „ვალენსიურ“ კარიერაში უკვე მესამე მწვრთნელთან უწევს მუშაობა. ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ გიორგი ძირითადში სტაბილურად იდგეს და როგორც ჩანს მის პირველ მეკარეობას არც ახლა ემუქრება საფრთხე.

მოგეხსენებათ, „ვალენსიაში“ ამ გუნდის ყოფილი ფეხბურთელი რუბენ ბარახა მივიდა და უკვე დაიწყო ცვლილებებზე ფიქრი. სხვანაირად ვერც იქნებოდა.

„ვალენსია“ კრიზისშია, გუნდი გასავარდნ ზონაშია და ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე უწევს ფიქრი. ბარახა უპირატესობას 4-4-2 სქემას ანიჭებს და ვარაუდობენ, რომ „ვალენსიასაც“ ასე ათამაშებს.

„ვალენსია“ ჩემპიონატში მომდევნო თამაში 21 თებერვალს სტუმრად უწევს „ხეტაფესთან”.

ესპანური გამოცემები სავარაუდო შემადგენლობის დასახელებისას, რამდენიმე ცვლილებაზე მიუთითებენ, ოღონდ უცვლელი რჩება მეკარის ვაკანსია.

როგორც ამბობენ, ბარახასთვის მამარდაშვილი შეუცვლელია, ფლანგებზე ტიერი და გაიაც უკონკურენტოები არიან, აი სხვა პოზიციები კი საფიქრალია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალის გარდა ბევრი სხვა გუნდიცაა: ხვიჩა ნაპოლის გარდა სხვაგან არ ითამაშებს

კიტე ტრავმირებულია: მკურნალობა დაიწყო, მოასწრებს ნაკრებამდე?