in

მამარდას ახალი მწვრთნელი ჰყავს: ვალენსიას ლეგენდა

გიორგი მამარდაშვილს ახალი მწვრთნელი ჰყავს. წარსულში ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი რუბენ ბარახა.

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ გუნდიდან გაუშვეს იტალიელი ჯენარო გატუზო, რომელიც გასული ზაფხულიდან მუშაობდა ესპანეთში.

ბარახას ბოლო სამწვრთნელო კლუბი „სარაგოსა“ იყო. ის ასევე მუშაობდა „ელჩეში“, „რაიო ვალეკანოში“, „ხიხონსა“ და „ტენერიფეში“.

მას მოთამაშის კარიერის დიდი ნაწილი სწორედ „ვალენსიაში“ აქვს გატარებული, ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ასევე უეფას თასი და უეფას სუპერთასი.

ბარახა 2000 წლიდან 2006 წლამდე ესპანეთის ნაკრებშიც თამაშობდა, სულ 43 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

ბარახა იქნება მესამე სპეციალისტი, ვისთანაც მუშაობა მოუწევს გიორგი მამარდაშვილს. მოგეხსენებათ, ჩვენიანი გუნდში ბორდალასის დროს მივიდა. შემდეგ იყო გატუზო და ახლა ბარახა.

შეგახსენებთ, „ვალენსია“ 21 ტურის შემდეგ 20 ქულით მე-18 ადგილზეა და გასავარდ ზონაშია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფეხბურთელებმა ფეხბურთელები ჩამოთვალეს: ვინ შევა წლის სიმბოლურში – 26-დან 11 დარჩება

2 წელი და 35 ნომერი: ბითაძის კონტრაქტის დეტალები