გიორგი მამარდაშვილის ესპანური ზღაპარი გრძელდება. 21 წლის ქართველი მეკარე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული საფეხბურთო აკადემიის (თბილისის დინამოს აკადემია) აღზრდილია, ლა ლიგის სადებიუტო სეზონში ბრწყინვალე მატჩებს ატარებს. მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრაში 7-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული. გიორგი მხოლოდ 2 მშრალი მატჩით ჩამორჩება ლა ლიგის მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს: უნაი სიმონს, მარკ ანდრე ტერ შტეგენს და უნაი სიმონს.
21 წლის მეკარეს ლა ლიგაში 477 წუთია საკუთარ კარში ბურთი არ გაუშვია და ჩილელი კლაუდიო ბრავოს ყველა დროის რეკორდს 84 წუთი აშორებს.
ამჯერად, გიორგი მამარდაშვილი ავტორიტეტული ესპანური გამოცემის As-ის ყურადრების ქვეშ მოექცა და გამოცემა ქართველს “გაუვალ კედელს” უწოდებს.
“5 ტურის წინ, “ვალენსიაზე” მეტი ბურთი ლა ლიგაში მხოლოდ 2 გუნდს ჰქონდა გაშვებული და ეს ბორდალასის გუნდისგან ძალიან უცნაური იტო, რადგან ბორდალასის გუნდები კარგი დაცვით გამოირჩევიან და ზოგადად ბორდალასიც უფრო დაცვითი სტილის მწვრთნელია. ბოლო მატჩებში ეს ვითარება საგრძნობლად შეიცვალა, რადგან ბოლო ხუთ მატჩში “ვალენსიამ” მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა და ისიც ავტოგოლით
“ღამურების” დაცვის პროგრესი სხვადასხვა მიზეზებმა განაპირობა. იმ ტაქტიკაში, რომლითაც ბორდალასი თამაშობს გაბრიელ პაულისტა მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი დაბრუნება ჰაერივით საჭირო იყო, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გიორგი მამარდაშვილის ნაჩვენები კარგი თამაშია. დაბრუნებული მამარდაშვილი ახლა გაცილებით უკეთესია, ვიდრე საწყის მატჩებში. მან ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა და გაუვალი კედელისავითაა. მამარდაშვილს 20 თებერვლის შემდეგ საკუთარ კარში ბურთი არ მიუღია”, – წერს As.
ლა ლიგის გარდა გიორგი მამარდაშვილს ბურთი არც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ შეხვედრაში გაუშვია, რომელშიც “ჯვაროსნები” ალბანეთს დაუზავდნენ.
მამარდაშვილი ტურის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის: მხარი დაუჭირე ქართველ მეკარეს
მამარდაშვილს ყველა დროის რეკორდამდე 84 წუთი აშორებს
GIPHY App Key not set. Please check settings