საქართველოს ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” 21 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა “გრანადასთან” ბოლო შეხვედრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოტოვა. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ამჟამად თავს კარგად გრძნობს და როგორც ესპანურ მედიაში იწერება, “გრანადასთან” მატჩის შემდეგ, ქართველმა მეკარემ გუნდთან ერთად მატჩისშემდგომ აღდგენით ვარჯიშშიც მიიღო მონაწილეობა.
ესპანურ მედიაში წერენ იმასაც, რომ 12 მარტს “ხეტაფესთან” გასამართ მატჩში ბორდალასი ძირითად შემადგენლობაში ისევ ქართველს დააბრუნებს, რადგან ხაუმე დომენეკმა “გრანადასთან” საკმაოდ არადამაჯერებლად ითამაშა და ავტოგოლიც მიითვალა.
გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში 10 შეხვედრა ჩაატარა და კარი მშრალად 4-ჯერ შეინახა. მან ასევე ორი მატჩი ჩაატარა კოპა დელ რეიზე, ორივე ნახევარფინალში ბილბაოს “ატლეტიკთან” და ერთ მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა.
GIPHY App Key not set. Please check settings