in

მამარდაშვილი ლა ლიგის საუკეთესო მეკარეა

„ვალენსიამ“ გამოითვალა და დაადგინა, რომ ესპანეთში საუკეთესო მეკარე გიორგი მამარდაშვილია.

ჩვენიანს ჩემპიონატში ყველაზე მეტი მოგერიება აქვს.

აი რას წერს „ვალენსიას“ ოფიციალური გვერდი:

სტატისტიკის ვებგვერდის, Opta-ს მონაცემებით, მიმდინარე ჩემპიონატის 35 ტურში „ვალენსიას“ კარისკენ 131-ჯერ დაარტყეს, მათგან მამარდაშვილმა მხოლოდ 34 ბურთი (ავტოგოლების გამოკლებით) გაუშვა – „ღამურების“ მეკარემ საშუალოდ ყველაზე მეტი დარტყმა მოიგერია.

მიმდინარე სეზონის განმავლობაში მამარდაშვილმა ლა ლიგაში ზედიზედ ყველაზე მეტი მატჩი (69) დაიწყო ძირითად შემადგენლობაში და ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა (13), ამ მაჩვენებლით მან საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

უნაი სიმონთან ერთად, გიორგი საუკეთესო მეკარეა, რომელმაც სეზონში ყველაზე მეტი პენალტი (3) მოიგერია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მბაპე ზედიზედ მეხუთედ გახდა საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი: პრეზიდენტი კილიანს ეჩხუბაო, მაგრამ პსჟ-მ უარყო

თორნიკე შენგელიას იტალიის ჩემპიონატის MVP-ის ტიტულის მოგების რეალური შანსი აქვს