საქართველოს ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” ახალგაზრდა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი კვლავ ყურადღების ცენტრშია.
გუშინ გაუწყეთ, რომ transfermarket-ის მონაცემებით გიორგის სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა ის 5 მილიონ ევროს შეადგენს.
მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა: რა ღირს ჩვენი მეკარე
ამჯერად, მამარდაშვილი სოციალურ ქსელ ტვიტერზე პოპულარულმა საფეხბურთო გვერდმა Football talent scout-მა ევროპის ჩემპიონატებში მოთამაშე 23 წლამდე ფეხბურთელებისგან შემდგარი გასული კვირის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველიცაა.
მამარდაშვილი სიმბოლურში ისეთი ვარსკვლავების გვერდითაა, როგორებიც რონალდ არაუხო, ერიკ გარსია და პედრი არიან.
GIPHY App Key not set. Please check settings