საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” 21 წლის მეკარეს ესპანეთში ბრწყინვალე პრესა აქვს, რაც მისი ბოლოდროინდელი კარგი შეხვედრებით არის განპირობებული. ესპანური eldesmarque “ვალენსიას” სამივე მეკარის შესახებ წერს და აღნიშავს, რომ მამარდაშვილი ამ ეტაპზე ყველაზე კარგ ფორმაშია და ის კოპა დელ რეის ფინალში ძირითადისთვის ბრძოლაში აშკარა ფავორიტია.
“გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” დიდი სიურპრიზი იყო. ამ სეზონში ჩატარებულ შეხვედრებში იგი არაერთხელ იქცა გუნდის გმირად. ბოლოს “რაიო ვალეკანოსთან” მისმა თამაშმა კი, ყოველგვარი ეჭვები გააქარწყლა, თუ ვინ დაიცავს “ვალენსიას” კარს 23 აპრილს კოპა დელ რეის ფინალში. სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს თუ მოვიყვანთ, ამ სეზონში გoორგი “ღამურების” საუკეთესო მეკარეა. გიორგის ლა ლიგაში 560-წუთიანი მშრალი სერია ჰქონდა და მისი ეს სერია, “რაიოსთან” შეწყდა.
“რაიო ვალეკანოსთან” შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილმა 500-წუთიან მშრალს მაჩვენებელს გადააჭარბა და ამით ვისენტე გუაიტას 2012 წელს დაფიქსირებული შედეგი გაიმეორა. გუაიტას 10 წლის წინ 643-წუთიანი მშრალი სერია ჰქონდა და მას შემდეგ “ვალენსიას” არცერთ მეკარეს 500 წუთზე მეტი ხანგრძლივობის მშრალი სერია არ ჰქონიათ. გარდა ამ რეკორდისა, გიორგის 109 წუთი დააკლდა ლეგენდარული სანტიაგო კანისარესის რეკორდამდე. 2003/04 წლებში, როდესაც რაფაელ ბენიტესის ხელმძღვანელობით “ღამურებმა” ლა ლიგა და უეფას თასი (ახლანდელი ევროპა ლიგა) მოიგეს.
გიორგი მამარდაშვილის, იასპერ სილესენის და ხაუმე დომენეკის სტატისტიკას თუ შევადარებთ ყველაფერი ქართველი მეკარის მხარესაა. სადებიუტო სეზონშო 16 მატჩი და 8 მშრალად შენახული კარი. მის გარეშე კი, “ვალენსიამ” 22 მატჩი გამართა და მხოლოდ 5-ჯერ არ გაუშვა გოლი. გიორგი გუნდს ძალიან მოუხდა. საგულისხმოა, რომ იგი ზაფხულში “მესტალიასთვის” (ვალენსიას სარეზერვო გუნდი) დაიმატეს.
გიორგი მამარდაშვილი
მატჩი: 16
მოგება: 6
ფრე: 6
წაგება: 4
გაშვებული გოლები: 15
მშრალი კარი: 8
იასპერ სილესენი
მატჩი: 15
მოგება: 4
ფრე: 7
წაგება: 4
გაშვებული გოლები: 25
მშრალი კარი: 3
ხაუმე დომენეკი
მატჩი: 8
მოგება: 6
ფრე: 1
წაგება: 1
გაშვებული გოლები: 7
მშრალი კარი: 2
GIPHY App Key not set. Please check settings