in

მამარდამ ვალენსია ბოლოსკენ გადაარჩინა და მოაგებინა: საუკეთესო შეფასება გიორგის აქვს

„ვალენსიამ“ ლა ლიგის 28-ე ტურში „ხეტაფე“ მიიღო და წვიმიან ამინდში მინიმალური ანგარიშით 1:0 მოუგო. ამ წარმატებაში კი დიდია გიორგი მამარდაშვილის წვლილი. მას თითქოს ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ რიგ ეპიზოდებში შესანიშნავად ითამაშა და პირდაპირ შეიძლება ითქვას, გუნდი გადაარჩინა. ეს განსაკუთრებით მატჩის მიწურულზე ითქმის. ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე სტუმრებმა შორი მანძილიდან დაარტყეს, მამარდაშვილი მაღალ ბურთზე გაფრინდა და მარცხენა ხელით კუთხურზე მოიგერია. ეს კუთხური კიდევ უფრო სახიფათო გამოდგა. გიორგიმ ახლო მანძილიდან დარტყმულზე რეაგირება მოასწრო და დაბალ კუთხეში გაშვებული ბურთის მოგერიება მოახერხა, რომელიც მერე მცველმა მოიშორა.

მანამდე კი კიდევ ერთი სახიფათო ეპიზოდი აარიდა გუნდს. მეტოქე საჯარიმოს ხაზიდან ურტყამდა და გიორგიმ ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი სტუმართა თავდამსხმელმა ვერ ივარგა და კარს ხელსაყრელი ადგილიდან ააცილა.

Flashscore-მა მამარდაშვილს 8.0 დაუწერა, რაც პრივე გუნდში საუკეთესო შეფასებაა, თუმცა მატჩის MVP მაინც ერთადერთი გოლის ავტორი უგო დურო გახდა (7.5).
გიორგის sofascore-მაც 8.0 დაუწერა და ესეც საუკეთესო შეფასებაა ორივე გუნდში.

ახლა „ვალენსიას“ 27 თამაშის შემდეგ (ერთი გამოტოვებული აქვს) 40 ქულა აქვს, მე-8 ადგილზეა და ევროზონას მხოლოდ 2 ქულა აშორებს.

მომდევნო შეხვედრა ვალენსიელებს 17 მარტს სტუმრად „ვილიარეალთან“ უწევთ.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლეგენდების მომდევნო მატჩს თბილისი უმასპინძლებს

ვიდეო: ანდრონიკაშვილმა სასტარტოში ითამაშა და 6 ქულა მოაგროვა