in

ლეგენდების მომდევნო მატჩს თბილისი უმასპინძლებს

„გადაწყვეტილია, რომ მომდევნო მატჩს თბილისი უმასპინძლებს,“ – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სტადიონზე გამართული ლეგენდების სერიის პირველი შეხვედრის ორგანიზატორი ოთო მუმლაძე ავრცელებს.

აღნიშნულის შესახებ მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს და გულშემატკივარს, ფეხბურთელებს, პარტნიორებს, მედიასა და პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს საჯარო მადლობას უხდის.

„ლეგენდების სერიის პირველ შეხვედრაში მილანის „ინტერმა“ და ლუიშ ფიგუმ გაიბრწყინეს. მადლობა ბათუმს შესანიშნავი მასპინძლობისთვის. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც სტადიონზე მოვიდა და თამაშს ეკრანზე მიადევნა თვალი.

სხვა წონით კატეგორიაში: საქართველოს ნაკრები ინტერთან დამარცხდა – ბათუმმა ლეგენდები ნახა

მადლობა GEO 11-ის თითოეულ ფეხბურთელს. ისინი ერთი მიზნით გაერთიანდნენ და ამ დროის მანძილზე პროექტში იყვნენ ჩართულები. მადლობა ყველა პარტნიორს მხარდაჭერისთვის, მედიას – ინტერესისთვის, საორგანიზაციო ჯგუფსა და სტაფს – გაწეული სამუშაოსთვის.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერი გულშემატკივრის თუ დაინტერესებული მხარის უკუკავშირი – როგორ გავხდეთ უკეთესები. გადაწყვეტილია, რომ მომდევნო მატჩს თბილისი უმასპინძლებს. შევხვდებით ამ და სხვა საინტერესო პროექტებით, ახალი ვარსკვლავებით და გრანდებით“, – წერს ოთო მუმლაძე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თავდაჯერება შევძინე და ვენდობი: მწვრთნელი კვარას დავალების შესრულებისთვის აქებს

მამარდამ ვალენსია ბოლოსკენ გადაარჩინა და მოაგებინა: საუკეთესო შეფასება გიორგის აქვს