ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ლას პალმასთან“ ჩავიდა და თამაში ბოლოსკენ წააგო – 0:2.
ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ მომენტებამდე საქმე ვერ მიდიოდა და თამაშიც სანახაობრივი არ ყოფილა. პირველი ხიფათი 67-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მამარდაშვილმა პირისპირ გასულ მუნირს არ გაატანინა, თუმცა აქაც თამაშგარე დაფიქსირდა. ამის შემდეგ ცოტა „ვალენსიაც“ გამოფხიზლდა და ორჯერ შეაწუხეს მასპინძელთა მეკარე. მატჩი ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ ჯერ მცველმა სუარესმა ახლო მანძილიდან თავით გახსნა ანგარიში, ბოლოს კი საჯარიმოში დაბალი ჩაწოდებული ბურთი მამარდაშვილს ხელიდან გაუვარდა და კარდონამ ბურთი კარში გადაგზავნა.
მამარდაშვილმა ერთადერთი სეივი შეასრულა და ისიც თამაშის დასაწყისში, როცა უპრობლემოდ დაეუფლა ბურთს.
გიორგიმ ამჯერად დაბალი შეფასებები მიიღო: sofascore – 5.6; flashscore – 5.1; whoscored – 4.6.
ლას პალმასი – ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 სუარესი (89), 2:0 კარდონა (90+5)
„ვალენსია“ 35 ქულით მე-9 ადგილზეა და 18 თებერვალს „სევილიას“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings