in

ზურიკოს პენალტი ვერ გაიტანეს, საზონოვი შეცვლაზე შევიდა, შოთა ხიფათს შორდება – ლეგიონერები

სერია A-ს 23-ე ტურში „ტორინო“ სტუმრად ჩავიდა „სასუოლოსთან“ და 1:1 ითამაშა (1:0 პინამონტი (5), 1:1 საპატა (9).
ტურინელთა მცველი საბა საზონოვი თადარიგში იყო და მხოლოდ 83-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მიუხედავად ამ მცირე დროისა, მისი თამაში დადებითად შეაფასეს: sofascore – 6.6; Whoscored – 6.2.
„ტორინო“ 33 ქულით მე-10 ადგილზეა და 16 თებერვალს „ლეჩეს“ უმასპინძლებს.

იტალიის სერია B-ში „კრემონეზესა“ და „რეჯანას“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა. ის გოლის ეპიზოდში შეცდა: კუთხურისას მეტოქის ფეხბურთელმა დაასწრო და თავურით გაიტანა. ლოჩოშვილის შეფასებაა 6.9.
„კრემონეზე“ ჩემპიონატზე მოპოვებული ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ ფრეს დასჯერდა და 45 ქულით მე-2 ადგილზეა.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ შინ 1:0 მოუგო „გრენობლს“. ზურიკო ამჯერად სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში მე-60 წუთიდან აქტიურად ჩაერთო. 97-ე წუთზე საჯარიმოში შეიჭრა, მცველმა წააქცია და პენალტი დაინიშნა, მაგრამ ბარბეს დარტყმული მეკარემ მოიგერია.
დავითაშვილის შეფასებებია: flashscore – 6.9; sofascore – 6.8.
„ბორდო“ 31 ქულით მე-13 ადგილზეა და 19 თებერვალს გასვლაზე „ამიენს“ შეხვდება.

პოლონეთში „კრაკოვიამ“ 6:0 გაანადგურა „რადომიაკი“. ოთარ კაკაბაძე ძირითადში იყო. მესამე გოლის დროს კაკაბაძის დარტყმულ ბურთს მცველი გადაეფარა, მაგრამ დამატებაზე ყველას მისმა თანაგუნდელმა დაასწრო და გოლი გაიტანა.
ქართველი მცველის შეფასება 6.8-ია.

სლოვაკეთის ჩემპიონატში ქართველმა ფეხბურთელებმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს „ზლატე მორავცეში“, რომელიც „ბანსკა ბისტრიცასთან“ 0:2 დამარცხდა.
ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ჯინჯოლავა (90 წუთი ითამაშა) და იური ტაბატაძე (65), ხოლო ლევან ნონიკაშვილი მოედანზე შეცვლაზე (65-ე წუთიდან) შევიდა.

თურქეთში შოთა არველაძის „კარაგუმრუკმა“ „პენდიკსპორი“ 2:0 დაამარცხა და სატურნიროს ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესა.
ამ შეხვედრამდე ქართველი სპეციალისტის გუნდი მეტოქეს ორი ქულით ჩამორჩებოდა და მატჩის შედეგს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.
24 ტურის შემდეგ „კარაგუმრუკმა“ 27 ქულა დააგროვა, მე-14 ადგილზე დაწინაურდა და გასავარდნ ზონას დაშორდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდამ გოლები ბოლოს გაუშვა და დაბალი შეფასება მიიღო

ბითაძის 14 წუთი, 5 ქულა და მოგება ოვერტაიმში