in

მაკფადენის GAME WINNER!

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში თად მაკფადენის “მურსიამ” სტუმრად “ვალენსიასთან” ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა და ეს საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშის დიდი დამსახურებაა.

მურსიელებმა ბოლო იერიში სწორედ მაკფადენს მიანდეს, რომელმაც ჩვეული ურთულესი სამქულიანი ისროლა და როგორც აღმოჩნდა, საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. არადა, სტუმრები თამაშის უმეტესი ნაწილი მდევრის როლში იყვნენ და ბოლო მეოთხედში გამოფხიზლდნენ, რომელშიც 10:0 გაქცევაც ჰქონდათ. მაკფადენის სამქულიანის შემდეგ მურსიელები 75:74 დაწინაურდნენ და შეხვედრაც ამ ანგარიშით დასრულდა.

მაკფადენი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 21:08 წუთში 11ქულა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 4-დან 1 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

“მურსიამ” 4 ტურში მე-2 გამარჯვება იზეიმა და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 22 ოქტომბერს, შინ, “მანრესასთან” ჩაატარებს.

GBF.GE

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯენარო გატუზო: თავი ასწიე შვილო, 22 წლის ასაკში მეკარე შეცდომას უნდა უშვებდეს!

კვარაცხელია ფეხბურთის ვან გოგია, თავისუფლად შეიძლება 120 მილიონი ღირდეს, ის უძლიერესია სერია A-ში