in

კვარაცხელია ფეხბურთის ვან გოგია, თავისუფლად შეიძლება 120 მილიონი ღირდეს, ის უძლიერესია სერია A-ში

იტალიური გამოცემა Ilnapolista-ს წერილს „ნაპოლიზე“, მის მთავარ მწვრთნელ ლუჩიანო სპალეტისა და გუნდის ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიაზე ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავთ. პუბლიკაციაში საინტერესო ფრაზას ამოიკითხავთ – გუნდში და ქვეყანაში, სადაც დიეგო მარადონა და არაერთი მსოფლიო ჩემპიონი თამაშობდა, ასეთი ძლიერი მოთამაშე, დიდი ხანია, არ უნახავთ. ჩვენ საქართველოს ნაკრების ლიდერთან დაკავშირებულ ფრაგმენტს გთავაზობთ.

კვარაცხელია ფეხბურთის ვან გოგია, სპალეტი კი ნამდვილ ფეხბურთს ქმნის

„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა და „ბოლონია“ 3:2 დაამარცხა. ლუჩანო სპალეტი გვაპატიებს, მაგრამ ასეთი ძლიერი ფეხბურთელი დიდი ხანია არ გვინახავს. კარეკასა და მარადონას არ გავიხსენებთ, მაგრამ შეგიძლიათ გაიხსენოთ კავანი და იგუაინი. ჩვენ გვესმის ამ სახელების სიდიადე, მაგრამ ჩვენ ჟურნალისტები ვართ, ქართველი კი – საფეხბურთო მოედანის ვან გოგი. „ბოლონიასთან“ 3:2 მოგებულ მატჩში ნაჩვენები თამაშით კვარაცხელია ის ფეხბურთელი იყო, რომელიც დღეს თავისუფლად შეიძლება 120 მილიონი ევრო ღირდეს. და ის ალბათ უძლიერესი მოთამაშეა სერია A-ში.

„ბოლონიასთან“ პირველი ნახევარი კვარაცხელიას შოუ გახლდათ. 77 ნომერი კიდევ ერთხელ ადასტურებს კოსმოსური ფეხბურთელის სტატუსს: დანარჩენზე, ასევე ძლიერებზე, ერთი თავით მაღლა მაინც დგას. სადაც კვარაცხელიაა, იქ საშიშროებაა. ის ხედავს სივრცეს, რომელსაც სხვები ტელესკოპიდანაც ვერ უყურებენ. ჩვენ ის ბევრი რამის გამო შეგვიყვარდა.

კვარცხელიამ განავითარა მეორე გოლი, როდესაც საჯარიმოში შესულმა ზონაში სიცარიელე შექმნა. ასევე მისი დამსახურებაა გამარჯვების გოლი. სწორედ მან მისცა პასი ოსიმენს, რომელმაც „ნაპოლი“ 3:2 დააწინაურა. ძალიან გვიხარია, რომ ოსიმენმა ტრავმის შემდეგ გაიტანა. მანვე „აიაქსის“ წინააღმდეგ პენალტის მომენტში გუნდელებიდან პირველმა ოფიციალურად აღიარა კვარაცხელიას ახალი როლი“, – წერს იტალიური გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაკფადენის GAME WINNER!

მიქაუტაძე და დავითაშვილი კვლავ ძირითადში იყვნენ!