ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგ ტურში ქართველმა კალათბურთელებმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს.
თედიუს მაკფადენის “მურსია” “ფუენლაბრადასთან” 95:105 დამარცხდა. მაკფადენმა 22:15 წუთი ითამაშა და 21 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და1 ჩაჭრა მიითვალა.
მაკფადენმა 10-დან 6 სამქულიანი, 2-დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო
ჩააგდო.
“მურსიას” 12 მოგება და 10 მარცხი აქვს და ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფე” “სან პაბლო ბურგოსს” დაუპირისპირდა და 91:78 გაიმარჯვა. შერმადინმა 22:51 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
“ტენერიფე” 14 მოგებითა და 8 მარცხით მე-5 ადგილზეა.
ბექა ბურჯანაძის “ბეტისი” “ხუვენდუტ ბადალონასთან” 66:77 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა 11:58 წუთში 1 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
GIPHY App Key not set. Please check settings