მომავალი სეზონიდან ესპანეთის ლა ლიგაში ორი ქართველი მეკარე ითამაშებს. ქართველი მეკარის გიორგი მაკარიძის “ალმერია” ლა ლიგა 2-ს ჩემპიონი გახდა და ესპანური ფეხბურთის ელიტურ დივიზიონში აღზევდა.
ბოლო ტურის შეხვედრაში “ალმერიამ” “ლეგანესთან” ფრე ითამაშა 2:2, მაგრამ მისმა უშუალო კონკურენტმა “ეიბარმა” ბოლოადგილოსან “ალკორკონთან” 0:1 წააგო, რაც “ალმერიას” აძლევდა ხელს.
ამ მოცემულობის შედეგად, “ალმერიამ” და “ვალიოდოლიდმა” 81-81 ქულა დააგროვა და ორივე ლა ლიგაში აღზევდა.
GIPHY App Key not set. Please check settings