ხვიჩა კვარაცხელიას და მადრიდის „რეალის“ ამბავი ისევ აქტუალურია. თუმცა ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა – ერთი წყარო ამბობს, რომ შედგა პირველი კონტაქტი და „სამეფო კლუბმა“ საქმე დაიწყო, ხოლო მეორეს მონაცემებით, კონტაქტი ჯერ არ ყოფილა.
როგორც გაზეთ Repubblica-ს ონლაინ გამოცემა იტყობინება, მადრიდის “რეალი” მზად არის ყველაფერი გააკეთოს ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად უკვე მომდევნო სატრანსფერო ბაზრის დროს. „რეალი“ კვარაცხელიას აგენტს დაუკავშირდა და ფეხბურთელის ტრანსფერზე პირველი კონტაქტი დაამყარა. კლუბის მიზანია, ფეხბურთელის გადაბირებისთვის სამომავლო გზების შესწავლა.
როგორც რამდენიმე ხნის წინ მისმა აგენტმა განაცხადა, კვარა ყოველთვის გატაცებული იყო მადრიდის „რეალით“ და ბავშვობიდან შთაგონებული იყო გუტით. კასტილიელების მიზანია შექმნან სამკუთხედი – ვინისიუსი-ბენზემა-კვარაცხელია.
პრემიერლიგიდანაც ბევრმა გუნდმა გაგზავნა დამკვირვებლები ქართველის მატჩების ცოცხლად სანახავად. თუმცა არავისთან არ არის ფასდაკლება: დე ლაურენტისი არ მოუსმენს 110 მილიონზე ნაკლებ შეთავაზებებს.
ახლა მეორე:
მადრიდის „რეალი“ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვას ჯერ არ დაკავშირებია.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს თქმით, ხვიჩა „რეალის“ ინტერესის საგანია, მაგრამ ლა ლიგის მოქმედ ჩემპიონები ჯერ არ უკავშირდებიან ნაპოლის 22 წლის თავდამსხმელის გარემოცვას.
„რეალს“ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემტევის ბაზარზე შესვლა მოუწიოს. ეს იმიტომ ხდება, რომ ედენ აზარს და მარკო ასენსიოს გაურკვეველი მომავალი აქვთ და ორივე შესაძლოა სეზონის ბოლოს წავიდნენ.
ამრიგად, კვარაცხელია მადრიდის „რეალისთვის“ სიცოცხლისუნარიან სამიზნედ იქცა. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდა პირველ რიგში მემარცხენეა, ის შესაძლოა მადრიდის „რეალში“ იდეალური არ იყოს.
მაგრამ ქართველ ფეხბურთელს შეუძლია სხვა პოზიციაზე თამაში და შესაძლოა მარჯვენა ფლანგისთვის ოფცია გახდეს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ნაპოლი“ რაიმე შემოთავაზებას მიიღებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი სერია ა-ს ტიტულს მოიპოვებენ.
და შესაძლოა მერე ცხრანიშნა თანხა დასჭირდეს ახალგაზრდა ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად.
GIPHY App Key not set. Please check settings