მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, ლუჩანო სპალეტიმ საკუტარი ფეხბურთელებისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
“ვფიქრობ, რომ პლეი-ოფში გასვლა დავიმსახურეთ. მე ვამაყობ ამ გუნდით და ამ ბიჭებით. ასევე ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც საოცარი ატმოსფერო შექმნეს.
ეს იყო სასიამოვნო და ამაღელვებელი საღამო. ჩვენ მოედანზე ვიხილეთ ჩემპიონთა ლიგის ვარსკვლავები ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს იყო თამაში, რომელიც ჩვენ კარგად ჩავატარეთ. ზოგიერთ მატჩში რამდენიმე წუთის შემდეგ სქემები და ტაქტიკები აღარ არსებობს, რადგან თქვენი თამაშის წესი გაძლევთ იმის უნარს, რომ იცოდეთ როგორ ისარგებლოთ იმ სივრცეებით, რომლებსაც მოწინააღმდეგეები ტოვებენ. დღეს სწორედ ეს შემთხვევა იყო, მესამე გოლის შემდეგ ბიჭებს უფლება მივეცი ეთამაშათ ისე, როგორც თავად სურდათ.
მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, ზუსტად ისე როგორც ვემზადებოდით. აიაქსსაც შეეძლო თამაშის შენარჩუნება, მაგრამ ჩვენი თამაში მაღალ დონეზე იყო და მეტოქემ ამას ვერ გაუძლო.
ანგუისას ტრავმამ თამაშში ტემპი დაგვიგდო, რადგან მაშინვე შეცვლა ვერ შევძელით. იმ მომენტში გოლი გავუშვით, მაგრამ შემდეგ გუნდმა შეძლო მოედანზე თავისი ინტენსივობის დაბრუნება.
გამიმართლა, რომ ვწვრთნი ასეთ გუბდს. მყავს ტექნიკური და პროფესიული ღირებულებების მქონე ბიჭები. უნდა გავაგრძელოთ ასე თამაში და მენტალობა არ უნდა შევიცვალოთ. მშვენიერი საღამო იყო“.
GIPHY App Key not set. Please check settings