ესპანეთის ნაკრებმა გუშინ საქართველოს ნაკრები ძალიან დამაჯერებლად და მარტივად დაამარცხა – 4:0 და ჯგუფში პირველი ადგილის შანსს ინარჩუნებს. მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ლუის ენრიკემ ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ანგარიშის მიუხედავად, საკმაოდ რთული მატჩი იყო.
“გარედან შეიძლება ადვილი მატჩი სჩანდა, მაგრამ ასე არ ყოფილა. თითქმის სრულყოფილად ვითამაშეთ, ზოგადადაც კარგი შეხვედრა იყო. ცუდი ამბავი ისაა, რომ თითქმის ყველა ცვლილება ტრავმების გამო გავაკეთე. საქართველოს ნაკრებში წინა მატჩთან შედარებით 6 ცვლილება იყო, მაგრამ შედეგისთვის იოლად არ მიგვიღწევია. როგორც ვთქვი, იდეალურად ვითამაშეთ, 4 გოლი გავიტანეთ და საგოლე მომენტები კიდევ გვქონდა. ყოველთვის ვუსმენ ჩემს ფეხბურთელებს, მაგრამ მათაც უნდა მომისმინონ. გუნდში ისეთივე ატმოსფეროა, როგორც ევროპის ჩემპიონატზე იყო, ახლა კი მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ”.
ვილი სანიოლი: ყოველგვარი ღირსების გარეშე ვითამაშეთ
ვილი გვეღადავები? დედა რა იყო ეს?- ესპანელებმა გადაგვიარეს
GIPHY App Key not set. Please check settings