in

ლუის ენრიკემ კოსოვოსთან, შვედეთთან და საქართველოსთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სანაკრებო პაუზის დროს სამ შეხვედრას გამართავს და სამივე მატჩი ოფიციალურია. ესპანელები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში პირველი ადგილისთვის იბრძვიან, მათი მთავარი მეტოქე კი შვედეთის ნაკრებია, რომელთანაც სტუმრად 2 სექტემბერს ითამაშებენ, რის შემდეგაც ვილი სანიოლის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს ქალაქ ბადახოსში, 5 სექტემბერს უმასპინძლებენ. ესპანელები სანაკრებო პაუზას 8 სექტემბერს კოსოვოსთან მატჩით დაასრულებენ.

‘ფურია როხას’ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მან 3 შეხვედრისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი)

მცველები: ხოსე ლუის გაია (ვალენსია), ხორდი ალბა (ბარსელონა), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), ერიკ გარსია (ბარსელონა), რაულ ალბიოლი (ვილიარეალი), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი)

ნახევარმცველები: მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), როდრი (ატლეტიკო), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო), კარლოს სოლერი (ვალენსია), მიკელ მერინო (სოსიედადი), ბრაის მენდესი (სელტა), პაბლო ფორნალსი (ვესტ ჰემი), პაბლო სარაბია (პსჟ)

თავდამსხმელები: აბელ რუისი (ბრაგა), ხერარდ მორენო (ვილიარეალი), ადამა ტრაორე (ვულვზი), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (იუვენტუსი)

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტრაბზონსპორს აზაროვი სურს:ბათუმის დინამო 19 წლის ტალანტს მილიონ ევროზე ნაკლებად არ თმობს

ესპანური მარკა: ალავესის წინააღმდეგ კარში ისევ მამარდაშვილი იქნება